|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"საჩხერის კლინიკის პაციენტის განმეორებით დაავადებას, ანუ რეინფიცირებას ადგილი არ ქონია"

  პაციენტის განმეორებით დააავადებას ანუ რეინფიცირებას ადგილი არ ქონია - აცხადებს საჩხერის სამედიცინო კლინიკის ხელმძღვანელი მიხეილ ქამუშაძე. მისი თქმით, პაციენტი  განმეორებით მობრუნდა კლინიკაში, რადგან ანალიზების შედეგად ისევ დაუდასტურდა ვირუსი. 

"განმეორებით დაინფიცირდა, არ არის სწორად ნათქვამი, განმეორებით მობრუნდა კლინიკაში, რადგან ანალიზების შედეგად ისევ დაუდასტურდა ვირუსი.  განმეორებით დაავადებას ანუ რეინფიცირებას ადგილი არ ქონია, ეს პაციენტი იყო იზოლირებული.  მას შემდეგ რაც ლუგარის ლაბორატორიიდან სამჯერ მოვიდა უარყოფითი პასუხი, გადავიყვანეთ იზოლაციაში და საკარანტინე ვადის გასვლის შემდეგ, მე-12 თუ მეცამეტე დღეს ავიღეთ ისევ ანალიზები და მოვიდა პასუხი დადებითი და გავაგრძელეთ მკურნალობა გადავიყვანეთ ისევ კლინიკაში", - აცხადებს მიხეილ ქამუშაძე. 

მისი თქმით, პაციენტი საჩხერის სასტუმროში საკარანტინე სივრცეში იყო ამ ხნის განმავლობაში მოთავსებული. მას განმეორებით ანალიზს რამდენიმე დღეში აუღებენ. ამ დროისათვის მისი ჯანმრთლობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

ახალგაზრდა მამაკაცს ტემპერატურა  საზღვრის კვეთისას დაუფიქსირდა . ექიმის თქმით, დაუდასტურდა კოვინინფექცია და გადმოიყვანეს კლინიკაში. მასს ევროპაში მოგზაურობის ისტორია აქვს.  

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა