|
  • EUR 1 = GEL 3.9977
  • USD 1 = GEL 3.2982
|

"პანდემიასა და ცივ ზამთარში ადამიანებისათვის სახლების დანგრევა სადიზმია"

 „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე თბილისის მერს, კახა კალაძეს, რომელმაც თბილისში, აფრიკის დასახლებაში მოსახლეობისათვის სახლების დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღო, სადიზმში ადანაშაულებს.

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ადამიანები ჯერ გამოიყენა, შემდეგ კი, ცივ ზამთარში, პანდემიისა და უმუშევრობის პერიოდში გაწირა.

„როდესაც ქვეყანაში პანდემიაა, უმუშევრობა, ცივი ზამთარი, ასეთ მძიმე ვითარებაში ადამიანებისათვის სახლების დანგრევა არის სადიზმი. ქვეყანაში, სადაც ყველაფერი შეჩერებულია, ნუთუ ეწ გადაწყვეტილება ვერ მოითმენდა? ეს არის არაადამიანური მოპყრობა და სადიზმი. ხალხი ტირის, ამ ცივ ზამთარში სად უნდა წავიდნენ, არ იციან. თუ ასე რადიკალური ფორმებით აპირებდნენ დემონტაჟს, რატომ ააშენებინეს და რატომ მიიყვანეს ამ დონეზე ეს პროცესი? თუ საარჩევნოდ ჭირდებოდათ ეს ადამიანები, გამოიყენეს და ახლა უკვე აღარ ჭირდებათ? ეს არის რეალური სახე „ქართული ოცნების“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, სამგორის რაიონში, აფრიკის დასახლებაში, თბილისის მერის გადაწყვეტილებით, საცხოვრებელი სახლების დემონტაჟი მიმდინარეობს. სამართალდამცავებსა და მოსახლეობას შორის დაპირისპირება მოხდა. არიან დაშავებულები და დაკავებულები. თბილისის მერიის ინფორმაციით, უკანონოდ აშენებული 12 სახლის დანგრევა იგეგმება. 

ავტორი: ნიუპრესი