|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პარლამენტთან აქციის წარმომადგენლებსა და პოლიციას შორის სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა

თბილისში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. ოპოზიციის და სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლებს შენობის პიკეტირების და დაბოქლომების შესაძლებლობა არ მიეცათ.

პარლამენტში დღეს რამდენიმე კომიტეტის სხდომა და ფინანსთა მინისტრის მოსმენა არის დაგეგმილი. დღევანდელ აქციაში რეგიონის წარმომადგენლები არ მონაწილეობენ. "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის ბესიკ ბრეგაძის განმარტებით, ამჯერად რეგიონებიდან მხარდამჭერების მობილიზება არ მომხდარა და დღევანდელ პიკეტირებაში ისინი მონაწილეობას არ მიიღებენ.

პარლამენტთან სიტუაცია დღეს რამდენჯერმე დაიძაბა. სიტყვიერი შელაპარაკება აქციის წარმომადგენლებსა და სამართალდამცველებს შორის მოხდა. პოლიციამ ტერიტორიაზე რკინის ჯებირები მოიტანა. ამ დროისათვის უკვე არიან დაკავებულები. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა