|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მერვე მოწვევის პარლამენტის საქმიანობა „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ შეაფასა

მერვე მოწვევის პარლამენტის საქმიანობის შემაჯამებელი შეფასება „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ საპარლამენტო მონიტორინგის ფარგლებში წარადგინა.

ორგანიზაციის  შეფასებით, მერვე მოწვევის პარლამენტი წინა მოწვევის პარლამენტთან შედარებით უფრო პლურალისტური იყო, რასაც ასევე განაპირობებდა მნიშვნელოვანი რაოდენობით წარმოდგენილი ოპოზიცია.

"საპარლამენტო სხდომებზე მრავლად იყო თემატური დისკუსიები. გაიზარდა საკანონმდებლო ორგანოს ღიაობის და გამჭვირვალობის ხარისხიც, თუმცა ამ მხრივ მნიშვნელოვანი ნაბიჯები კვლავ გადასადგმელია... მუხედავად ამისა, საპარლამენტო მუშაობაში იყო გამოწვევებიც: პარლამენტი არ ასრულებდა ეფექტურად აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლის ფუნქციას. საკანონმდებლო პროცესი ხასიათდებოდა არაერთი ხარვეზით: კვლავაც ხდებოდა დაუსაბუთებლად კანონების დაჩქარებული წესით მიღება და კანონის ამოქმედების სისტემატური გადავადება.

მერვე მოწვევის პარლამენტში არაერთი შემთხვევა იყო პარლამენტის წევრების მიერ ეთიკის ნორმების დარღვევის, პარლამენტის წევრები პასუხისმგებლობით არ ეკიდებოდნენ მათზე დაკისრებულ მოავალეობებს, რაზეც სხდომათა გაცდენებების მაჩვენებელიც მუთითებს, თუცა პარლამენტის მხრიდან არ ხორციელდებოდა დისციპლინური სანქციების ეფექტური გამოყენება"-ნათქვამია ორგანიზაციის კვლევაში.

მე-8 მოწვევის პარლამენტში ჩატარდა 231 პლენარული სხდომა. მათ შორის, 62 პარლამენტის რიგგარეშე სხდომა. კვორუმის არ არსებობის გამო არ შედგა 10 სხდომა. (აქედან 2 რიგგარეშე).  

  • მერვე მოწვევის პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივის უფლება არ გამოიყენა 72 წევრმა.

  • სიტყვით გამოსვლის უფლება საერთოდ არ გამოუყენებია 18 დეპუტატს მათ შორის უმრავლესობიდან გოდერძი ბუკია, ალექსანდრე თამაზაშვილი, გოგი ლიპარტელიანი, ალი მამედოვი, ენზელ მკოიანი, რამაზ ნიკოლაიშვილი, გიორგი ფეიქრიშვილი,  თამაზ ყაჭეიშვილი, რევაზ შავლოხაშვილი, შოთა ხაბარელი, როსტომ ხალვაში, თენგიზ ხუბულური და უმცირესობიდან ზაზა კედელაშვილი, კობა ნაყოფია, ლევან ქარდავა, ნიკოლოზ ყიფშიძე.  

ანგარიშში განხილულია მერვე მოწვევის პარლამენტის მიერ მიღებული კანონებიდან საკონსტიტუციო სასამართლოს ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომელიც შეეხება მერვე მოწვევის პარლამენტის მიერ მიღებული კანონების გაუქმებას და ნორმების მოქმედების შეჩერებას: მაგ. ფარულ მოსმენა მიყურადების მარეგულირებელი ნორმების გაუქმება, ქმედუნარიანობის ინსტიტუტის რეფორმა, უცხოელებზე სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისებაზე მორატორიუმის გაუქმება, ნორმის მოქმედების შეჩერება, რომელიც ეროვნულ ბანკს საზედამხედველო ფუნქციას ართმევს და აშ.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა