|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პარლამენტი პატიმრობის შესახებ კოდექსში ცვლილებებს განიხილავს

პარლამენტი  პატიმრობის შესახებ კოდექსში ცვლილებების განიხილავს. ცვლილებების განხილვას იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დაიწყება.

კანონპროექტის მიხედვით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივ საბჭოს უფლება ექნება, მსჯავრდებულს დარჩენილი სასჯელი უფრო მსუბუქი სასჯელით - შინა პატიმრობით, შეუცვალოს.

ასევე, ავადმყოფობის გამო გათავისუფლების უფლება მხოლოდ სასამართლოს ექნება.

მსჯავრდებულთა გარკვეულ კატეგორია აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე განათლების უფლებით ისარგებლებს.

„შემოდის ერთ-ერთ ახალი სახე - შინაპატიმრობა, ასევე შემოდის ახალი წამახალისებელი ნორმები პატიმრებისთვის, ასევე ახალი რეგულაციები, რომელიც ეხება პატიმრების ვადამდე გათავისუფლების წესს. ავადმყოფობის თუ ხანდაზმულობის გამო, პატიმრობიდან გათავისუფლების შესაძლებლობას სასამართლოს მიერ. საკმაოდ ბევრი კომპლექსური ცვლილებაა“,- განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ. 

მოსალოდნელ ცვლილებებს სახალხო დამცველი გამოეხმაურა. ის პოზიტიურად აფასებს პენიტენციურ სისტემაში დაგეგმილ ინსტიტუციურ რეფორმას და წარმოდგენილი რეფორმის ისეთ  მნიშველოვან ასპექტებს, როგორიცაა: გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების შექმნა, დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულებისათვის უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა, ადმინისტრაციული პატიმრობის ვადების შემცირება, ქალი მსჯავრდებულებისათვის დამატებითი შეღავათების შემოღება და სხვა.

სახალხო დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ ეს ცვლილებები დადებითად აისახება პენიტენციურ სფეროში არსებული პრობლემების გადაწყვეტაზე. თუმცა,  აქვე აღვნიშნავს,  რომ საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებული ზოგიერთი ცვლილება მნიშვნელოვან გადახედვას საჭიროებს.

იხილეთ წინადადების ელექტრონული ვერსია

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა