|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გენადი მარგველაშვილს და მის შვილს კოვიდ-19 დაუდასტურდათ

პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს, გენადი მარგველაშვილს კოვიდ-19 დაუდასტურდა.  როგორც მან “2020NEWS“-თან საუბარში აღნიშნა, კორონავირუსი მის შვილსაც დაუდასტურდა და ახლა ორივე მათგანი სახლში მკურნალობს. 

გენადი მარგველაშვილის თქმით, მისთვის უცნობია, თუ ვისგან შეიძლება დაინფიცირებულიყო.

“მე და ჩემს ბიჭს დაგვიდასტურდა კორონავირუსი. ამჟამად სახლში ვიმყოფებით და ოჯახში ვმკურნალობთ. ოჯახის ექიმთან ყოველდღიური კონტაქტი მაქვს. რაც შეეხება თუ ვისგან შეიძლება დავინფიცირებულიყავით, ჩემთვის უცნობია.

ეპიდემიოლოგებს კონტაქტების სია უკვე მივაწოდეთ. რაც ვიცი, ის არის, რომ ვისთანაც მე შეხება მქონდა, ყველა თვითიზოლაციაში და კარანტინში იმყოფება. ჯერჯერობით, არავის კორონავირუსი არ დაუდასტურდა“, - განუცხადა სააგენტოს, პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ.

ცნობისთვის, პარლამენტის აპარატის ოთხი თანამშრომელი თვითიზოლაციაშია.

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა