პარლამენტის მიმდებარედ მინი ქალაქი მოეწყობა
ქუთაისის საკრებულომ ცოტა ხნის წინ განიხილა საკითხი, რომლის მიხედვით პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია ეკონომიკის სამინისტროს უსასყიდლოდ გადაეცა.
ტერიტორია შერვაშიძის ქუჩაზე დაახლოებით 240 606 კვ. მეტრს მოიცავს.
ქალაქის მერის განცხადებით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები საინვესტიციო კომპანია „აია ინტერტაიმენტთან“, რომლის მეშვეობითაც ქუთაისში, შესაძლოა, 270 მლნ ევროს ინვესტიცია განხორციელდეს. აღნიშნული თანხით პარლამენტის მინდებარედ მინი ქალაქი მოეწყობა, სადაც ქალაქის ინფრასტრუქტურა მოეწყობა თავისი გასართობი ცენტრებით, კაზინოებით ავტოსადგომებით და ა.შ, - განაცხადა შოთა მურღულიამ.
მისი თქმით, ამ ეტაპზე მოლაპარაკების პროცესი მიმდინარეობს. იმ შემთხვევაში თუ ინვესტიცია არ განხორციელდება, ტერიტორია კვლავ ქალაქს გაუბრუნდება.
საკითხი საკრებულოს სხდომაზე მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელმა დავით გოგრიჭიანმა გამოიტანა, რასაც საკრებულოს მხარდაჭერა მოყვა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი