|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პარლამენტის პიკეტირების დროს გიორგი ვაშაძე, გია თევდორაძე და სხვა პირები დააკავეს

პარლამენტის პიკეტირების დროს, სამართალდამცველებმა 12 პირი დააკავა.

მათ შორის, "ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე და "გამარჯვებული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გურამ ჩალაგაშვილი. დაკავებულებს შორის არის გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი გია თევდორაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ოპოზიციის ლიდერებს და აქტივესტებს, წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავება.

უწყების ინფორმაციით, პარლამენტის პიკეტირების დროს დაკავებული 12 პირის მიმართ,  საქმე, სისხლის სამართლის კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით აღიძრა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა