|
  • EUR 1 = GEL 3.6272
  • USD 1 = GEL 3.0747
|

პარლამენტის პიკეტირების დროს დაკავებულების სასამართლო პროცესი გადაიდო

თბილისის საქალაქო სასამართლოში, საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციის დროს ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების  სასამართლო პროცესი გადაიდო.

გიორგი ვაშაძის და მასთან ერთად დაკავებული ხუთი პირის, მათ შორის ქუთაისელი ზურაბ კოსტავას სასამართლო პროცესი 13 დეკემბერს 14 საათზე გაიმართება

გია თევდორაძის, კახა მაჩიტიძის და სხვა პირების პროცესი 24 დეკემბრისთვის ჩაინიშნა.

ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირები სასამართლოს გადაწყვეტილებამდე გაათავისუფლეს

 შეგახსენებთ, დღეს საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე 16 პირი დააკავეს. დაკავებულებს შორის გაერთიანებული ოპოზიციის ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლები გია თევდორაძე, ზურაბ კოსტავა და კახა მაჩიტიძე არიან.

ავტორი: ნიუპრესი

როგორ აფასებთ ქუთაისის მერიის საქმიანობას?

დადებითად - 45.59%
უარყოფითად - 47.06%
მიჭირს პასუხის გაცემა - 7.35%
სულ - 68 ხმა