|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პარლამენტის ქუთაისში დარჩენის მოთხოვნით ხელმოწერები გროვდება

"თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ პარლამენტის ქუთაისში დარჩენის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. ხელმოწერების შეგროვება ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს. მანიფესტი 2 აპრილს გამოქვეყნდა. 

პეტიციის ავტორის მტკიცებით, პარლამენტის ფუნქციონირება  ქუთაისში ხელს შეუწყობს ქუთაისის სტატუსის ამაღლებას, ასევე თბილისის განტვირთვას.  აქვე მოყვანილია კონტრარგუმენტებიც,  მაგ: მანანა კობახიძის ფრაზა: "ქუთაისში წყალი არ მოდის წესივრად"; ასევე ეკა ბესელიას - "დეპუტატები ხალხთან ახლოს უნდა იყვნენ და არა ქუთაისში".

წულაიას განცხადებით, ამ საკითხს პრეზიდენტთან შეხვედრაზე დააყენებს. მისი ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი  საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს  ქუთაისში 6 აპრილს  შეხვდება.

შეგახსენებთ, 7 აპრილს პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლაა დაგეგმილი.

ავტორი: ნიუპრესი