|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა 17 წევრით განისაზღვრა

დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე გაიმართება, რომელზეც ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია ჩამოყალიბდება.

საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა 17 წევრით განისაზღვრა. მმართველ გუნდსა და უმცირესობას შორის მიღწეული შეთანხებით, კომისიაში უმრავლესობა - 9 ადგილი “ევროპულ საქართველოს“ ექნება და კომისიას მისივე წევრი სერგი კაპანაძე უხელმძღვანელებს.

“ქართული ოცნება“ წარმოდგენილი იქნება ექვსი დეპუტატით, ფრაქცია “საქართველოს პატრიოტები“ - ერთი წევრით და ასევე, კომისიაში იქნება პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი.

“ქართული ოცნება“ საგამოძიებო კომისიაში შემდეგი შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი: არჩილ თალაკვაძე, ეკა ბესელია, მამუკა მდინარაძე, ანრი ოხანაშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი და სოფო კილაძე.

საპარლამენტო უმცირესობიდან კომისიის შემადგენლობაში შევლენ: სერგი კაპანაძე (კომისიის თავმჯდომარე), ოთარ კახიძე, ელენე ხოშტარია, ირაკლი აბესაძე, სერგო რატიანი, ირმა ნადირაშვილი, ხათუნა გოგორიშვილი, მამუკა ჩიქოვანი და გიგა ბოკერია.

ფრაქცია “ნაციონალურმა მოძრაობამ“ საგამოძიებო კომისიაში ჩართვაზე უარი განაცხადა.

რიგგარეშე სხდომა 13:00 საათისთვის არის მოწვეული.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა