|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პარლამენტის შენობასთან დაკავშირებით უფრო ლოგიკური ტენდერის გამოცხადება იქნება - გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, პანდემიამდე ქუთაისის პარლამენტის ყოფილ შენობასთან დაკავშირებით რამდენიმე კომერციული შეთავაზება არსებობდა. როგორც პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, განიხილება აღნიშნულ შენობაში საპოლიციო ჰაბის განთავსებაც, თუმცა უფრო ლოგიკური შენობასთან დაკავშირებით ტენდერის გამოცხადება იქნება.

„ქუთაისის პარლამენტის შენობასთან დაკავშირებით ჩვენ ვეცდებით და გადავდგამთ შემდგომ ნაბიჯს, თუ გამოვლინება რაიმე სახის კომერციული ინტერესი, პანდემიამდე იყო რამოდენიმე შემოთავაზება, საკმაოდ ეფექტურად ამ შენობის გამოყენების. საპოლიციო ჰაბის პროექტი უკვე არსებობს, მაგრამ ამ პროექტს დაფინანსება სჭირდებოდა. ნაწილობრივ გვეხმარებოდნენ, ნაწილობრივ რესურსები მოსაძებნია. საპოლიციო ჰაბიც განიხილება, მაგრამ პირველი ნაბიჯი ყველაზე ლოგიკური იქნება ამ შენობის გატენდერება. ვნახოთ რა კომერციული ინტერესი გამოვლინდება,“-აღნიშნა პრემიერმა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა