|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პარლამენტის ყოფილ შენობაში დასაქმებულებს სამსახურიდან ათავისუფლებენ

ქუთაისში პარლამენტის შენობის დაკონსერვების პროცესი გრძელდება. 13 იანვრიდან პარლამენტის ქუთაისის შენობაში ამ დრომდე დასაქმებული რამდენიმე ათეული ადამიანი, სავარაუდოდ, სამსახურს დაკარგავს. ამის შესახებ მათ პარლამენტის აპარატიდან ოფიციალური წერილით შეატყობინეს.

როგორც წერილშია განმარტებული, პარლამენტის თანამშრომლების შემცირება პარლამენტის შენობის სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთვის გადაცემასთან დაკავშირებით ხორციელდება.  

შრომითი ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში თანამშრომლები 2 თვის ანაზღაურებას კომპენსაციის სახით მიიღებენ.

ჟურნალისტებს პარლამენტის შენობაში დაცვის სამსახურის წარმომადგენლები არ უშვებენ, კომენტარისაგან თავს იკავებენ თანამშრომლებიც. 

საკითხთან დაკავშირებით ვკომენტარი ქუთაისის საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციის თავმჯდომარემ გიგა შუშანიამ გააკეთა. მისი თქმით,  ქუთაისის ინტერესები ხელისუფლების გადაწყვეტილებას ეწირება.

  “ივანიშვილი აგრძელებს ქუთაისის დაკონსერვებას. მის გადაწყვეტილებას ათეულიბით ადამიანის ინტერესი ეწირება. ქუთაისი დღეს ქალაქია, საიდანაც მასიურად გარბიან ადამიანები, რათა საკუთარი ოჯახები შიმშილისაგან იხსნან “- აცხადებს გიგა შუშანია.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა