|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პარლამენტში ადგილობრივი თვითმმართველობის პროპორციულ სისტემაზე გადასვლის წესს განიხილავენ

საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფი ადგილობრივი თვითმმართველობის პროპორციულ სისტემაზე გადასვლის, ასევე საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესს განიხილავს.

სამუშაო ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, შალვა პაპუაშვილის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საარჩევნო დავებსა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების საკითხებს. პაპუაშვილის განმარტებით, სამუშაო ჯგუფში ჩართულ მხარეებს გააცნობენ, თუ რა რეკომენდაციების ასახვა არის შესაძლებელი.

სამუშაო ჯგუფში მონაწილე მესამე სექტორის წარმომადგენლის, ვახუშტი მენაბდის განმარტებით, ამ ეტაპზე არ იცის, შედგება თუ არა მმართველ გუნდთან შეთანხმება საარჩევნო რეფორმაზე. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების დროს ოპოზიციის ხმა გადამწყვეტი იყოს, ასევე ცენტრალურ საკითხებს შორის არის ადგილობრივ დონეზე სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა.

ჯგუფის მიერ მომზადებული რეფორმა იმ მემორანდუმს ეფუძნება, რომელიც „ქართულ ოცნებასა“ და „მოქალაქეებს“ შორის დაიდო. ამ დოკუმენტის შესაბამისად, საარჩევნო რეფორმა ფუნდამენტურად უნდა გატარდეს. პოლიტიკურ მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმებით, ცვლილებების ინიცირება პირველ მარტამდე უნდა მოხდეს, მისი დამტკიცება კი პირველ მაისამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, მისი პარტია პარლამენტს დატოვებს.

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა