|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პარლამენტში საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებული პროექტი პირველი მოსმენით ჩავარდა

პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონტიტუციურ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით ჩააგდო.

პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას პირველი მოსმენით 101-მა დეპუტატმა, მათ შორის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი. წინააღმდეგ კი 3 დეპუტატი წავიდა.  კანონპროექტის გასატანად საჭირო 113 ხმა იყო. 

 რაც შეეხება ქუთასისის მაჟორიტარ დეპუტატებს, მაჟორიტარული სისტემის გაუქმების წინააღმდეგ პოზიცია მხოლოდ დიმიტრი მხეიძემ დააფიქსირა, კობა ნარჩემაშვილი და გენადი მარგველაშვილი პროპორციული სიტემის შემოღების მომხრე არიან.

 საკითხი პარლამენტში მწვავე დაპირისპირების მიზეზი გახდა. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა