|
  • EUR 1 = GEL 3.7732
  • USD 1 = GEL 3.2327
|

"პარლამენტთან ფეხბურთის მოედნების მშენებლობით ხელისუფლება ქუთაისში პარლამენტის იდეის დაკნინებას ცდილობს"

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ქუთაისში პარლამენტის ტერიტორიაზე საფეხბურთო მოედნების მშენებლობას გეგმავს,  ამის შესახებ  "ევროპული საქართველოს" ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატმა ოთარ კახიძემ განაცხადა.

"ამ ინიციატივას ხელისუფლება იყენებს იმისათვის, რომ მიზანმიმართულად დააკნინოს და ებრძოლოს ქუთაისის საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსის იდეას", - მიიჩნევს კახიძე.

პარლამენტის შენობასთან გამართულ ბრიფინგზე მაჟორიტარობის დეპუტატობის კანდიდატი აცხადებს, რომ ის და მისი გუნდი ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ ქუთაისში დაბრუნდეს პარლამენტი და ეს ქალაქი საქართველოს პოლიტიკური ცენტრი გახდეს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი