|
  • EUR 1 = GEL 3.964
  • USD 1 = GEL 3.3202
|

პარლამენტთან სამოქალაქო აქტივისტები დააკავეს

საქართველოს პარლამენტთან  სამართალდამცველებსა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მიმდინარეობს.   დაკავებულია 5 აქტივისტი, მათ შორის ილიას უნივერსიტეტის ლექტორი გიორგი მუმლაძე.

დაპირისპირება აქტივისტების მიერ კარავის პარლამენტის შენობის წინ გადმოტანის მცდელობას მოყვა. სამართალდამვცელებმა აქტივისტებს კარავი ჩამოართვეს. 

ადგილზე იმყოფება "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი, რომელიც პოლიციას კარავის უკან დაბრუნების მოთხოვნით პოლიციას დაუპირისპირდა.

 აქტივისტების თქმით, დაჭერების განახლება პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიობაშვილის დასახელებას უკავშირდება. დღეს, 18:00 საათზე პარლამენტის ბიუროს ახალი მთავრობის შემადგენლობა უნდა წარედგინოს. 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა გაუქმდეს თუ არა კომენდანტის საათი?

კი - 85.19%
არა - 14.81%
არ ვიცი - 0%
სულ - 27 ხმა