|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პარტიამ "ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი" პირველი რეგიონული ოფისი ქუთაისში გახსნა

დამოუკიდებელი დეპუტატების მიერ შექმნილმა პარტიამ "ჩვენი საქართველო- სოლიდარობის ალინსი" პირველი რეგიონალური ოფისი ქუთაისში გახსნა.
ოფისის პრეზენტაციას პარლამენტის დეპუტატები მარიამ ჯაში, ბექა ნაცვლიშვილი, გედევან ფოფხაძე და ლევან გოგიჩაიშვილი ესწრებოდნენ.
არსებული ინფორმაციით, ოფისს თორნიკე მარჯანიშვილი უხელმძღვანელებს. ის ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორია. მისი თქმით, ამ დროისთვის ნამდვილად თანამშრომლობს ორგანიზაციასთან, თუმცა არ იცის მომავალში რას გადაწყვეტს. არ არის გამორიცხული, რომ თორნიკე მარჯანიშვილი პარტიის ქუთაისის მაჟორიტარი დეპურატობის კანდიდატიც იყოს.
ღონისძიებაზე იმყოფებოდა მისი მეუღლე მარინა მარჯანიშიშვილი, ის ამავდროულად ააიპ "მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის" მმართველია.
პარტიის წევრებმა სამოქმედო გეგმაზე ისაუბრეს და განაცხადეს, რომ ისინი ხელისუფლების ფინანსურ რესურს ადამიანურ რესურს დაუპირისპირებენ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა