|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"პატრიოტთა ალიანსი” ხუთ პარტიასთან ერთად საარჩევნო ბლოკს ქმნის

”საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” ხუთ პარტიასთან ერთად საარჩევნო ბლოკს ქმნის. როგორც ”პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა, საარჩევნო ბლოკში შემდეგი პარტიები არიან გაერთიანებული: ”საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”, კახა კუკავას პარტია ”თავისუფალი საქართველო", კონსტანტინე გამსახურდიას პარტია ”თავისუფლება”, აკაკი ასათიანის ”ტრადიციონალისტთა კავშირი”, გოჩა ჯოჯუას "ახალი ქრისტიან-დემოკრატები" და გია ბერძენაძის ”ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა”.

საარჩევნო ბლოკის სახელწოდება ”დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - პატრიოტთა ალიანსი -გაერთიანებული ოპოზიცია” იქნება.

ირმა ინაშვილის თქმით, ახლად შექმნილი ბლოკი სხვა პარტიებთან კონსულტაციისთვის მზად არის, გარდა ”ნაციონალური მოძრაობისა” და ”რესპუბლიკური პარტიისა”.

”იმდენად უთანასწოროა ეს საარჩევნო გარემო, რომ ჩვენ ძალები უნდა გავაერთიანოთ და ამ მოწოდებით გამოვიდა ”პატრიოტთა ალიანსი” და ამის საფუძველზე შეიქმა დღეს 6 პარტიისგან შემდგარი ბლოკი. თუმცა ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენი კარი ღიაა და სხვა პარტიებთანაც გავმართავთ კონსულტაციებს, ოღონდ ხაზგასმით ვამბობ, რომ ”ნაციონალურ მოძრაობასთან” არანაირი საუბარი არ შედგება, ასევე ჩვენ ”რესპუბლიკურ პარტიასთან” საუბარი არ გვექნება ბლოკთან დაკავშირებით”, - განაცხადა ინაშვილმა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა