|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პედაგოგები და ბაღის აღმზრდელები გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით უფასოდ აიცრებიან

 დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა ცენტრის ხელმძღვანელის ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, ჯანდაცვის მუშაკები, ორსულები და დიალიზზე მყოფი პაციენტები  ყველაზე მაღალ რისკჯგუფებს მიეკუთვნებიან.

„ასევე, გრიპის ვაქცინა უფასოდ მიეწოდება C ჰეპატიტის მკურნალობის ქვეშ მყოფ ადამიანებს, აივ ინფიცირებულებს. ნებისმიერ 60 წელს ზემოთ მოქალაქეს, რომელსაც სურვილი აქვს, რომ ჩაიტაროს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა, შეუძლიათ მივიდნენ ამცრელ პუნქტებში. ანალოგიურად შეუძლიათ დიაბეტის მქონე პირებსაც.

გრიპის ვაქცინას უფასოდ მიიღებს ის კონტიგენტი, რომელიც დასაქმებულია მაღალი რისკის ზონაში. მაგალითად, სკოლის პედაგოგებს და ბაღის აღმზრდელებს შეუძლიათ მიმართონ ამცრელ პუნქტებს და მიიღონ გრიპის ვაქცინა“, - აღნიშნავს ზახაშვილი.

ცნობისთვის, ქვეყნის მასშტაბით გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 8 ოქტომბერს დაიწყო და ამ პროცესის პირველი ეტაპის სამიზნედ განისაზღვრნენ დიალიზზე მყოფი პირები, ორსულები და ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი. ამ ეტაპზე საქართველოში გრიპის 43 ათასი დოზა ვაქცინაა შემოსული, ქვეყანა კიდევ 150 ათასზე მეტ ვაქცინას უახლოეს პერიოდში ელოდება.

 

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ბოლო 5 წლის განმავლობაში რა მიმართულებით შეიცვალა ქვეყანაში ცხოვრების დონე?

გაუმჯობესდა - 19.25%
გაუარესდა - 68.18%
არ შეცვლილა - 12.57%
სულ - 374 ხმა