|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პირველი ნოემბრიდან კომუნალური გადასახადების სუბსიდირების პროგრამის მეორე ეტაპი იწყება

პირველი ნოემბრიდან მთავრობის მიერ მოსახლეობის კომუნალური გადასახადების სუბსიდირების პროგრამის მეორე ეტაპი იწყება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 მისი თქმით, პროგრამის მეორე ეტაპი თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.

„პირველი ნოემბრიდან იწყება კომუნალური გადასახადების დაფარვა და ოთხი თვის განმავლობაში გაგრძელდება. ეს შეეხება როგორც წინა ეტაპზე, თითოეულ ოჯახს, ვისაც 200 კვ/სთ-მდე ექნება ელექტროენერგია მოხმარებული, ასევე 200 მ3-მდე ბუნაბრივი აირი გამოყენებული, ასევე დაიფარება წყლისა და დასუფთავების გადასახადი“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ავტორი: ნიუპრესი