|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პოლიციამ საჩხერეში ხის ქვეშ ჩამალული ოქრო იპოვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  ქურდობის ბრალდებით 1983 წელს დაბადებული ლ.ჭ. დააკავეს, ნაძარცვი ქონება კი საჩხერეში, ხის ქვეშ დამარხული იპოვეს.

გამოძიების მიხედვით,  ლ.ჭ.-მ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ არშაში, მოქალაქის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში უკანონოდ შეაღწია, ოქროს ნივთებს, ასევე დანაზოგ ფულს ფარულად დაეუფლა და მიიმალა.

პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას და საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად, მოპარული ფულის ნაწილი, ასევე, საჩხერის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთი ხის ქვეშ ჩამარხული ნაქურდალი ოქროს ყველა ნივთი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილ დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ჩადენილი დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა