|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თბილისსა და ქუთაისში ბარები, რესტორნები და კლუბები დაიხურა?

პოლიციამ თბილისსა და ქუთაისში ბარები, რესტორნები და კლუბები დახურა. ინფორმაციას ჟირნალისტი თამუნა მუსერიძე ავრცელებს. როგორც ის ტელოკომპანია მთავართან საუბარში აცხადებს, გუშინ ღამით პოლიციის წარმომადგენლებმა თბილისსა და ქუთაისში ობიექტები დახურეს.

ამ ფაქტის გასაპროტესტებლად კი,  დღეს პარლამენტთან 18 00 საათზე საპტოტესტო აქცია გაიმართება.

"მოვითხოვთ პასუხის გაცემას ერთადერთ კითხვაზე, რა უნდა გავაკეთოთ, როგორ ვიცხოვროთ, რადგან რესტორანში, ბარებში და კლუბებში მომუშავე ადამიანების უმეტესობა, ხელფასს უხეშად რომ ვთქვათ, იღებს ხელზე, მათ არც 200 ლარიანი დახმარება აუღიათ, ვითხოვთ გამოვიდეს მთავრობის რომელიმე წარმომადგენელი და გაგვცეს პასუხი როგორ მოვიქცეთ", - განაცხადა თამუნა მუსერიძემ.

მისივე განმარტებით, აქციის მიზანია, ხელისუფლებისგან მიიღონ კონკრეტული პასუხი, თუ როგორ უნდა გააგრძელონ ცხოვრება შემოსავლის გარეშე. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა