|
  • EUR 1 = GEL 3.2784
  • USD 1 = GEL 2.9688
|

"აქტიურობას ვიწყებთ ქუთაისიდან" - "დავით ჭიჭინაძე-ტრიბუნამ" ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

პოლიტიკურმა მოძრაობამ "დავით ჭიჭინაძე-ტრიბუნამ" რეგიონებში გასვლითი შეხვედრები დაიწყო. პირველი შეხვედრა ქუთაისში სასტუმრო "ბაგრატში" გაიმართა.

მოძრაობის ლიდერმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და ამომრჩევლებს მოძრაობის ხედვები გააცნო. დღესვე შეხვედრაზე შეირჩნენ მოძრაობის დელეგატები.

"ეს არის პირველი ჩვენი შეხვედრა მოსახლოებასთან, სადაც პრაქტიკულად იქნება შერჩეული ის ბირთვი, რომელიც იქნება იმერეთის ორგანიზაციის წარმომადგენლობა. აქტიურობას ვიწყებთ ქუთაისიდან. იმერეთი არის ყველაზე დიდი რეგიონი და ყველაზე მნიშვნელოვანი, მე ასე მგონია, ისტორიულად და ტრადიციულად აქედან იწყებოდა საქართველოს აღმშენებლობა. ვემზადებით გაფართოებული ყრილობისთვის, რომელიც ალბათ წლის ბოლოს გაიმართება. პილიტიკურად ნაკლებად აქტიურ პერიოდს გვინდა დავამთხვიოთ, რადგან არ გვინდა, რომ გადაიფაროს. შეკრებილი ვართ ისეთი ადამიანები, ვისი პოლიტიკური ორიენტაციაც არის კონსერვატიული", - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ავტორი: ნიუპრესი