|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"პრემიერ-მინისტრის ინიციატივა ქუთაისს დააზარალებს" [VIDEO]

  "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაცია პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივას აპროტესტებს.

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია  "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გიგა შუშანიას განცხადებით, ქუთაისის აეროპორტთან სასტუმროს მშენებლობა მნიშვნელოვნად დააზარალებს ქუთაისს, რადგან აეროპორტში ჩამოსული ტურისტი ქუთაისში აღარ შემოვა.

"პრემიერ-მინისტრის ინიციატივა ქუთაისს დააზარალებს, რადგან ეკომომიურად ისედაც რთულ მდგომარეობაში არსებულ ქალაქი ვეღარ მიიღებს შემოსავალს. ტურისტი აღარ შემოვა ქალაქში და სასტუმროების და ჰოსტელების მუშაობა შეჩერდება. ამ ხელისუფლებას წლების წინ აეროპორტის იდეა არ მოწონდა, ახლა მიხვდნენ, რომ ეს მომგებიანია და გადაწყვიტეს თავად მიიღონ მოგება"-აცხადებს გიგა შუშანიამ.

მან ბრიფინგი ძველი ყაზარმის შენობასთან გამართა და ხელისუფლებას მოუწოდა, თუ მართლა სურთ ქალაქის გადარჩენა, მიტოვებული შენობები მოაწყონ, შექმნან სამუშაო ადგილები და შემოსავალი გაუჩინონ ქალაქს.

შუშანიას თქმით, საპარლამენტო სტატუსის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების შემდგომ, აეროპორტთან სასტუმროს მოწყობა, მთავრობის მორიგი აბსურდული ინიციატივაა.

 

 

"2019 წელს ქუთაისს ექნება უზარმაზარი ტურისტული ცენტრი"- გიორგი კვირიკაშვილი

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი