|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ძალიან მწვავე რეაქცია მექნება"-გიორგი კვირიკაშვილი

 "მინდა გავაფრთხილო ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომ ძალიან მწვავე რეაქცია მექნება, თუ არ გვექნება შედეგი რამდენიმე თვეში"- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე.

გიორგი კვირიკაშვილის კრიტიკა ქვეყნის მასშტაბით გზებზე და მიმდებარე ტერიტორიებზე არსებულ ანტისანიტარიას უკავშირდება:

„პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ გვაქვს კატასტროფული სიტუაცია ავტობანის მიმდებარე ტერიტორიებზე და არა მხოლოდ. სამწუხაროდ, ჩვენ, მხოლოდ და მხოლოდ საინფორმაციო კამპანიით ვერ ვაღწევთ იმ შედეგს, რომ პოლიეთილენის პარკები თუ სხვა ტიპის ნაგავი არ იყოს მიმოფენილი ჩვენი ქვეყნის ულამაზეს ლანდშაფტზე. ზაფხულის ტურისტული სეზონი კარს მოგვადგა და მე ბევრს ვმოგზაურობ საქართველოს ტერიტორიაზე, მინდა გავაფრთხილო ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომ ძალიან მწვავე რეაქცია მექნება, თუ არ გვექნება შედეგი რამდენიმე თვეში. იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის სახე, ეს არის  მაჩვენებელი საქართველოს მოსახლეობის კულტურის"-განაცხადა პრემიერმა.


გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის გიგლა აგულაშვილის თქმით, პრემიერის დავალებით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი შს და ინფრასტრუქტურის სამინისტროების ჩართულობით, მომზადდა პროექტი და რამდენიმე დღეში იქნება წარმოდგენილი როგორც საკანონმდებლო ცვლილებების, ასევე ადმინისტრაციის მხრივ გაუმჯობესების და საინფორმაციო კამპანიის კიდევ უფრო უკეთესი უზრუნველყოფის მოდელი.

„ეს მოდელი ყოველდღიურ მონიტორინგზე იქნება დაფუძნებული. მე ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც იქნება ის, რომ სახელმწიფო და ხალხი ერთად, მალე ამ პრობლემას თავს გავართმევთ. რამდენიმე დღეში მოგახსენებთ დეტალურად ამ გეგმის შესახებ“, - დასძინა გიგლა აგულაშვილმა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა