|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"თავი შეიკავეთ ამ პროცესის პოლიტიზირებისგან"

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით  სპეციალური  განცხადება გააკეთა. პრემიერი მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს, ასევე ყველა მხარეს მოუწოდებს  პროცესის პოლიტიზირებისგან თავი შეიკავონ.

"ყველა სამსახური მუშაობს 24 საათის განმავლობაში, რომ მაქსიმალურად დავიცვათ თითოეული მოქალაქის  უსაფრთხოება. ყველას ვთხოვ, რომ შეინარჩუნოს სიმშვიდე. მე პირობას ვდებ, რომ ამ ფაქტს გამოიძიებენ და მიიღებენ ყველა საჭირო ზომებს,  რაც სიმშვიდეს დაამკვიდრებს. დღეს ყველას გვმართებს თავშეკავება. მე მინდა მოვუწოდო ყველა მხარეს საქართველოში და საზღვარგარეთ,  თავი შეიკავეთ ამ პროცესის პოლიტიზირებისგან.  სასამართლო დღეს არის დამოუკიდებებლი.  მიეცით მოსამართლეს საშუალება, რომ მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება. ჩვენი ხელისუფლება მხარს უჭერს მედია თავისუფლებას, საქართველოს დღეს ყავს და ეყოლება თავისუფალი მედია",-აღნიშნა პრემიერმა.

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა