|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პრეზიდენტი რეზო ჭეიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი მწერალ რეზო ჭეიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. აღნიშნულთან დაკავშირებით ქვეყნის პირველი პირი ჩანაწერს სოციალურ ქსელში აკეთებს.
"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ მწერალ რეზო ჭეიშვილის გარდაცვალების გამო. რეზო ჭეიშვილის შემოქმედებას, მის განუმეორებელ ხელწერას და ჰუმანიზმს ქართულ მწერლობაში მნიშვნელოვანი და გამორჩეული ადგილი უკავია. 
ვწუხვარ ამ დიდ დანაკლისის გამო და თანადგომას ვუცხადებ მის ოჯახს და ახლობლებს", - წერს გიორგი მარგველაშვილი.
ქართველი მწერალი რეზო ჭეიშვილი დღეს, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის 1933 წლის 24 აპრილს დაიბადა. სხვადასხვა პერიოდში იყო კინოსტუდია "ქართული ფილმის" სასცენარო კოლეგიის წევრი, ჟურნალ "განთიადის" მთავარი რედაქტორი, ქუთაისის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი. რეზო ჭეიშვილი იყო რამდენიმე მოკლე და სრულმეტრაჟიანი ფილმის ("მზიანეთი", "ზღვის მგელი", "ავტოპორტრეტი", "ფედია", "ჩემი მეგობარი ნოდარი", "გამოაღეთ ფანჯრები", "გათენების წინ", "ჭიდაობას რა უნდა", "ექსპრეს - ინფორმაცია") სცენარის ავტორი. მიღებული აქვს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო პრემია. 2012 წელს მიიღო პრემია "საბა" ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

 

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა