|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პრეზიდენტმა ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყება აბიტურიენტებს ქუთაისიდან მიულოცა

 საქართველოს პრეზიდენტმა ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყება აბიტურიენტებს ქუთაისის საგამოცდო ცენტრიდან მიულოცა, რომელიც ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაშია განთავსებული და წარმატებები უსურვა მათ.

,,დღეს ქუთაისში ვიმყოფებით და აქედან მინდა მოვულოცო ყველა აბიტურიენტს, ვინც წელს აბარებს ეროვნულ გამოცდებს. მინდა ვუსურვო წარმატებები. მართალია, ეს წელი ცოტა განსხვავებულია, რადგან პანდემიის ფონზე ძალიან ბევრი რეგულაციაა. მგონია, რომ საგამოცდო პროცესი ძალიან კარგად მიმდინარეობს. ვნახე ყველაფერი ის, რაც მომზადებულია, იმისათვის რომ ამ პირობებში, მინიმუმზე იყოს დაყვანილი ნებისმიერი საფრთხე და მე მგონი, ყველაფერ ძალიან კარგად მიმდინარეობს. ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი დღე ძალიან მნიშვნელოვანი დღეა და ის შემდომი ცხოვრების საწყისია. ამ ქვეყნის მომავალი ამ აბიტურიენტების ხელშია. ცოდნა, განათლება და პროფესონალიზმი - ეს არის ის, რაც განაპირობებს ჩვენს ყველას მომავალს და პირველ რიგში, მათ მომავალს. ასე რომ, წამატებები, წარმატებები და წარმატებები!“ - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა აბიტურიენტებისადმი გაკეთებულ მიმართვაში.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა