|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"პრეზიდენტს არაფერი უთქვამს არაფორმალურ მმართველობაზე"-ნიკა მელია

დამაკლდა პრეზიდენტის მხრიდან არაფორმალურ მმართველობაზე საუბარი, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიამ. მისი განცხადებით, პრეზიდენტის ანგარიში მეტ-ნაკლებად ასახავდა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, თუმცა ძალიან უცნაურია, თუ რატომ არ ისაუბრა პრეზიდენტმა ივანიშვილზე.

„პრეზიდენტმა მეტ-ნაკლებად ისაუბრა იმ რეალობაზე, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი. თუმცა, დამაკლდა მისი მხრიდან არაფორმალურ მმართველობაზე ყურადღების გამახვილება. დღეს, ქვეყანაში სასამართლო სისტემას, ისევე როგორც სხვა ინსტიტუციებს, ივანიშვილი აკონტროლებს, მას აქვს მცდელობა მთელი მედია მოსპოს და პრეზიდენტს ამ თემებზე უნდა დაესვა აქცენტი, მქონდა მოლოდინი, რომ პრეზიდენტი შეეხებოდა ამ ძირითად პრობლემებს“,  - განაცხადა  მელიამ.

  მისი თქმით,  პრეზიდენტისადმი უმრავლესობა უდიერ დამოკიდებულებას იჩენს, რაც იგრძნობოდა დარბაზში.  "პრეზიდენტს ყურადღებით მხოლოდ ოპოზიციის დეპუტატები ვუსმენდით",- აღნიშნა მელიამ.

 

ავტორი: ნიუპრესი