|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებული ცვლილებები ვენეციის კომისიას გადაუგზავნა

”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში შეტანილი ცვლილებები ვენეციის კომისიას უკვე პრეზიდენტმაც გადაუგზავნა. ამის შესახებ ჟურნალისტებს უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინა იმერლიშვილმა განუცხადა.  მისი განმარტებით, კანონპროექტი  ხელმოსაწერად პრეზიდენტთნ გუშინ საღმოს შევიდა, დღეს დილით კი ვენეციის კომისიისთვის კანონპროექტის გაგადაეგზავნა.

რაც შეეხება საკითხს, დაადებს თუ არა პრეზიდენტი კანონპროექტს ვეტოს, იმერლიშვილის განმარტებით, ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის. პრეზიდენტს ამისათვის ათდღიანი ვადა აქვს.

” საქართველოს პრეზიდენტი, ვიდრე გადაწყვეტილებას მიიღებს - მოაწეროს კანონპროექტს ხელი თუ დაუბრუნოს საქართველოს პარლამენტს მოტივირებული შენიშვნებით, როგორც ითქვა, აუცილებლად, კიდევ ერთხელ გაივლის კონსულტაციებს არასამთავრობო სექტორთან”, - აღნიშნა უშიშროების საბჭოს მდივანმა.
შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით მიღებულ ცვლილებებზე მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება დააფიქსირა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციამ.  

 თავის მხრივ, კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გააგზავნა პარლამენტმა. 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა