|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"პრობლემას ვერ მოაგვარებ, თუ მასზე არ ისაუბრებ“

"ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის" ინიციატივით, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ფილმის "ფელიჩიტა" ჩვენება მოეწყო. ფილმი მიგრანტი ქალების ცხოვრებას აღწერდა. ფილმიდან ვიგებთ, რომ 2009 წლის მონაცემებით,  ქართველი ემიგრანტი ქალების რაოდენობა 62%–ს შეადგენდა,  დღევანდელი მონაცემებით კი, ეს რიცხი უფრო მაღალია.

ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია, სადაც სხვა პრობლემებიც წამოიჭრა.  გარდა იმისა, რომ ქალების უმრავლესობა საზღვრებს გარეთაა, პრობლემას ისიც წარმოადგენს, რომ ქვეყანაში არ არის თანასწორობა ქალსა და მამაკაცს შორის.   შეხვედრის მთავარ თემას სწორედ  გენდერული თანასწორობა წარმოადგენდა, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში  ორივე სქესის წარმომადგენლებს თანაბარი უფლება ჰქონდეთ.

„საიას“ თავმჯდომარის, გიორგი სანტურიანის განცხადებით, გაზრდილია იმ ქალთა რიცხი, რომლებიც საჭიროების შემთხვევბაში სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავენ.  ამ მხრივ ქალები უფრო გააქტიურდნენ, დაიწყეს პრობლემებზე საუბარი.

„სამართალდამცავების მხრიდან რეაგირება გაზრდილია და თვით მსხვერპლი ქალების მომართვიანობაც გაიზარდა. პრობლემას ვერ მოაგვარებ,  თუ მასზე არ ისაუბრებ“,–განაცხადა სანტურიანმა.

ავტორი: ხატია ბანძელაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა