|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატების ვინაობა მალე გაირკვევა " -გიორგი ვაშაძე

ვინ იქნება ქუთაისსა და იმერეთში გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატები, მალე გაირკვევა - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ "ნიუპრესთან" საუბარში განაცხადა.   

"მიუხედავად იმისა, რომ იმერეთთან მჭიდროდ ვარ დაკავშირებული, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად იმერეთში მე არ მოვიაზრები, ვინ და როგორ, ეს მალე გაირკვევა. გრიგოლ ვაშაძე ქუთაისში თუ გადაწყვეტს კენჭისყრას, მას წინ ვერავინ დაუდგება", - განაცხადა ვაშაძემ. 

მისი თქმით, ამ ეტაპზე იმის გარკვევა ხდება, თუ რომელი პარტიები ითანამშრომლებენ საერთო ფორმატში, თუმცა როგორც ვაშაძე აღნიშნავს, არც ის იქნება პრობლემა, თუ რომელიმე ოპოზიციური პარტია დამოუკიდებლად დააყენებს მაჟორიტარობის კანდიდატებს.

ვაშაძე ასევე გამორიცხავს ნინო ბურჯანაძის პარტიასთან საერთო კანდიდატურის დასახელებას. 

"ლელო თუ ცალკე დააყენებს თავის კანდიდატურებს, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ, რადგან მეორე ტურში უკვე ოპოზიციას საერთო ფრონტი უნდა გვქონდეს.  არც დიდ მოლოდინს ვქმნი ოპოზიციის მიერ საერთო კანდიდატების დაყენებასთან დაკავშირებით და არც იმაში ვხედავ პრობლემას, თუ ყველა პარტია არ შეთანხმდება ამ ნაწილში. გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია მაჟორიტარული თვალსაზრისით პროდასავლურ პარტიებთან ვაპირებთ თანამშრომლობას და ამ მხრივ,  ნინო ბურჯანაძესთან პარტიასთან საერთო კანდიდატურის ყოლა არ განიხილება", -განაცხადა ვაშაძემ.   

 გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, მათი მოთხოვნა გიორგი რურუას გათავისუფლების შესახებ ძალაში რჩება და არც კი განიხილავენ, რომ ეს მოთხოვნა არ შესრულდება და საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებული არ იქნება. 

 საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის თანახმად, 30 მაჟორიტარული ოლქი იქნება, რაც სამაჟორიტარო ოლქების დამსხვილებას გამოიწვევს. ახალი საარჩევნო სისტემა ძალაში მას შემდეგ შევა, რაც მას პარლამენტი დაამტკიცებს. 

ავტორი: ირინა მაკარიძე