|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბურჭულაძე, ჯაფარიძე და ვაშაძე ერთიანდებიან

პაატა ბურჭულაძის პარტიის ოფისში, გაერთიანების საკითხზე „გირჩთან“, „ახალ საქართველოსა“ და „მემარჯვენეებთან“ შეხვედრა მიმდინარეობს.

"ეს არ იქნება არავის წინააღმდეგ გაერთიანება. ეს იქნება გაერთიანება კონკრეტული ხედვების გარშემო,“ - ასე აფასებს პაატა ბურჭულაძის პარტიისა და ახალ არჩევანს შორის შესაძლო გაერთიანებას, საარჩევნო ბლოკი ვაშაძე-ჯაფარიძე-ახალი არჩევანი, ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძე.

მისი თქმით, საქართველომ უნდა გააგრძელოს სვლა ნატო-სა და ევროპისკენ. 

„ეს არ იქნება არავის წინააღმდეგ გაერთიანება. ეს იქნება გაერთიანება კონკრეტული ხედვების გარშემო. მათ შორის პირველ რიგში, ის რომ საქართველომ უნდა გააგრძელოს გზა ევროპისკენ და ნატო-სკენ და მეორე ეს არის, რომ საქართველოში უნდა მოხდეს სწრაფი ეკონომიკური განვითარება, რომ დავძლიოთ მთავარი პრობლემა, რომელიც ამ ქვეყანაში არსებობს, ეს არის სიღარიბე. მმართველი გუნდი არის შეშინებული, იმიტომ რომ მათი რეიტინგი არის დაბალი და მე ვერ ვხედავ ვერანაირ შანსს, რომ მათ რეიტინგი ასწიონ. ამიტომ მე მესმის, რომ მათ შიშისგან და პანიკისგან, ისინი რაღაც განცხადებებს გააკეთებენ,“ - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

გაერთიანების შესახებ კომენტარი გააკეთა საარჩევნო ბლოკი ვაშაძე-ჯაფარიძე-ახალი არჩევანისამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველოს ლიდერმა გიორგი ვაშაძემაც.
მისი თქმით, საქმის და საერთო ღირებულებების გარშემო გაერთიანება არის ძალიან მნიშვნელოვანი.

”ეს ნიშნავს, როგორც გუნდების, ასევე ადამიანური რესურსების გაერთიანებას, ეს ნიშნავს საერთო ფრონტის შექმნას იმისთვის, რომ საქმის კეთებაზე იყოს აქცენტი. თუ ეს გაერთიანება შედგა, მართლაც შეგვიძლია წარსულს ჩავაბაროთ ”ნაციონალური მოძრაობის” და ”ქართული ოცნების” ეპოქა”, - განაცხადა მან.

”ახალი მემარჯვენეების” ლიდერის, მამუკა კაციტაძის თქმით კი, „"გადაწყვეტილების შესახებ დღის განმავლობაში გახდება ცნობილი“.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა