|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პროექტი "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში წინადადებების მიღება მალე დაიწყება

სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ინფორმაციით, 2018 წლის განაცხადების მიღების პერიოდი უახლოეს მომავალში გამოცხადდება. ამ დროისათვის განაცხადების მიღება შეჩერებულია.

 პროგრამის ფარგლებში,  პოტენციურმა ბენეფიციარებმა რამდენიმე ეტაპიანი კონკურსი უნდა გაიარონ, რომლის პირველი ფაზა ბიზნეს იდეის განაცხადის შევსებას გულისხმობს.

 სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის კომპონენტის თაობაზე, 2015 წლიდან მიმდინარეობს. პროექტი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში“ მიერ ხორციელდება.  სააგენტო "აწარმოე საქართველოში" ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო უწყებაა საქართველოში, რომლის უმთავრეს მიზანს სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესება, კერძო სექტორის განვითარება, ექსპორტის ხელშეწყობა და ინვესტიციების მოზიდვა წარმოადგენდა.

სააგენტოს მიერ გავრცელებული  მონაცემებით, „აწარმოე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, სულ 2014 წლიდან მხარდაჭერილია 367 პროექტი (მოიცავს ინდუსტრიულ, სოფლის, სასტუმროს და ქონების მიმართულებებს), რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 888 მლნ ლარზე მეტია. საიდანაც კომერციული ბანკების მიერ დამტკიცებული  სესხების მოცულობა ჯამში 460 მლნ ლარზე მეტია. აღნიშნული პროექტებით  14 000- ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი  შეიქმნება.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა