|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პროექტი „პოლიტიკური პარტია“ დასრულდა

 

სიმულაციური არჩევნების ჩატარებისა და ერთ თვიანი შემაჯამებელი აფზის შემდეგ პროექტი „პოლიტიკური პარტია“ დასრულდა.

პროექტის შემაჯამებელი შეხვედრა სასტუმრო კომპლექს „ბაგრატი 1003“–ში გაიმართა. შეჯამებაზე პროექტის განმახორციელებელმა ორგანიზაციამ RICDOG-მა შეაჯერა განვლილი 6 თვე, გამოავლინა სიმულაციურ არჩევნების შედეგად გამარჯვებული გუნდი და მათ გადასცა წასაკითხი ლიტერატურა.

პროექტში ჩართულ ოცდაათივე მონაწილეს გადაეცათ სერთიფიკატები, ხოლო გამარჯვებულ სიმულაციურ პოლიტიკურ პარტიის "საქართველოს ლიბერალური პარტია" წევრებს გადაეცათ პარლამენტის წევრის მანდატები. პროექტის მონაწილეებს სამახსოვროდ ასევე დაურიგდათ პროექტის ბუკლეტები და 2016 წლის კალენდრები, რომელიც სპეციალურად მათთვის დაიბეჭდა.

„პროექტის მიზანიდან გამომდინარე პროექტის მონაწილეებმა მიიღეს ცოდნა საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებით და ასევე ამომრჩევლებთან მუშაობის უნარ-ჩვევები გამოიმუშავეს. პროექტის ფაზებიდან გამომდინარე მონაწილეებმა შეისწავლეს პოლიტიკური იდეოლოგიის შესახებ საკითხები, პოლიტიკურ პარტიებში მუშაობის სპეციფიკა და პროცედურული დემოკრატიის ელემენტები. გამოიმუშავეს ელექტორატთან მუშაობის შესაბამისი უნარ-ჩვევები, განიხილეს და გაანალიზეს საარჩევნო პროცედურები და მასთან დაკავშირებული პრაქტიკული უნარ-ჩვევები“,– ამბობს პროექტის კოორდინატორი გვანცა თოთაძე.

პროექტის ფარგლებში  30 ადამიანი გადამზადდა. მათგან 24 მონაწილე წარმოადგენდა 6 პოლიტიკურ პარტიის ახალგაზრდულ ფრთებს, ხოლო 6 შერჩეული იყო გასაუბრებით.

„მიღებული ცოდნა და გამოცდილება დამეხმარება უკვე რეალურ პოლიტიკაში სწორი მოქმედებების განხორციელებაში. მიხარია, რომ ვიყავი ამ პროექტში და მიხარია, რომ პროექტი იყო რეალობასთან ძალიან ახლოს, რადგან ამან მოგვცა საშუალება პრაქტიკულად გაგვეგო, რას ნიშნავს ელექტორატთან მუშაობა და რა გამოწვევებთან არის დაკავშირებული არჩევნების ჩატარება“,–ამბობს პროექტის მონაწილე ანა დარსაველიძე.

შეგახსენებთ, რომ პროექტი „პოლიტიკური პარტია“ 6 თვიანი იყო.

პროექტი "პოლიტიკური პარტია" იყო სიმულაციური თამაში, რომლის განმავლობაში მონაწილეებმა შექმნეს სიმულაციურ პოლიტიკურ პარტიები, განსაზღვრავეს მის იდეოლოგიური პლატფორმა, იმიჯი, სტრუქტურა, სტრატეგია და საარჩევნო პროგრამა. ხვდებოდნენ ქუთაისის 10 უბანში მოსახლეობას და ჩაატარეს სიმულაციური არჩევნები, რომელშიც მონაწილეობდა 500-ზე მეტი ადგილობრივი.

პროექტს სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი "თაობათა დიალოგი" ახორციელებდა საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დაფინანსებით.

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა