პროექტში ,,მერები ეკონომიკური ზრდისთვის" იმერეთის 8 მუნიციპალიტეტია ჩართული
პროექტის ,,მერები ეკონომიკური ზრდისთვის" ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა. პროექტის წარმომადგენლებმა იმ შესაძლებლობებსა და ვალდებულებებზე ისაუბრეს, რასაც მუნიციპალიტეტების ჩართულობის შემთხვევაში მიიღებენ.
პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით 6 ქვეყანაში მიმდინარეობს, მათ შორის არის საქართველო. საქართველოს მასშტაბით კი მასში 18 მუნიციპალიტეტია ჩართული. აქედან იმერეთის 8 მუნიციპალიტეტია: ქუთაისი, თერჯოლა, ხონი, საჩხერე, ზესტაფონი, წყალტუბო, ტყიბული და ბაღდათი.
პროექტის მონაწილეებისთვის იმართება ტრენინგები, ვორქშოპები, სადაც მათ ეძლევათ შესაბამისი ინფორმაცია, რომელსაც საკუთარ მუნიციპალიტეტებში გამოიყენებენ. მერებს შესაძლებლობა აქვთ ბიზნესსექტორის წარმომადგენელებისა და მოქალაქეების ჩართულობით შექმნან პროექტები, რომელთა დაფინანსებაც მოხდება, ასევე მიიღებენ დახმარებას პროექტების შემდგომი განვითარებისთვის.
ხელი შეეწყობა მუნიციპალური ორგანოების განვითარებას და მთავარი აქენტი ეკონომიკურ ზრდაზე, დასაქმებასა და სამუშაო ადგილების შექმნაზე გაკეთდება.
პასიურ მუნიციპალიტეტებში მოხვდნენ თერჯოლა, ხონი და საჩხერე, მათ მიიღეს რეკომენდაცია ჩაერთონ ტერენინგებში და მიიღონ სათანადო გამოცდილება.
პროექტის "მერები ეკონომიკური ზრდისთვის" ბიუჯეტი 5 მილიარდ ევროს წარმოადგენს. თანხა 6 ქვეყანაზე ნაწილდება. პროექტი 2017 წელს დაიწყო და რამდენიმე შეხვედრა გაიმართა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი