|
  • EUR 1 = GEL 3.8137
  • USD 1 = GEL 3.2202
|

"პროკურატურა ქუთაისის მერიაში მოკალათებულ დამნაშავეებს ხელს აფარებს და კორუფციის ფაქტებს არ იძიებს"

პროკურატურა ხელს აფარებს ქუთაისის მერიაში მოკალათებულ დამნაშავეებს და კორუფციის ფაქტებს არ იძიებს. აცხადებს  "ევროპული საქართველოს" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ოთარ კახიძე.  მისი თქმით,  ქუთაისის მერიაში კორუფციის კიდევ ერთ მაგალითი 684.000 ლარის გამოუძიებელი საქმეა.

როგორც ის განმარტავს, ოფიციალური დოკუმენტაციის შესწავლით დგინდება, რომ ქუთაისის მერიამ გარეგანათების ქსელისთვის დაგეგმა 4200 ცალი ახალი სანათი მოწყობილობის შესყიდვა. აღნიშნული შესყიდვისთვის მერიამ არ გამოაცხადა ტენდერი და 2015-2016 წელს უკონკურენტოდ დაუკვეთა სანათები კონკრეტულ მომწოდებელს. შედეგად, 90 ვატიან დიოდურ სანათში მერიამ გადაიხადა 275 ლარი, მაშინ, როცა ტენდერის მეშვეობით 150 ვატიანი, ანუ უფრო ძლიერ სანათი ჯდებოდა 112 ლარი. შესაბამისად, მარტო ერთ შესყიდვაში ბიუჯეტიდან მოიპარეს 163 ლარი თითო სანათში, რაც 4200 ერთეულზე შეადგენს 684.000 ლარს.

"ქალაქში, სადაც მოუწესრიგებელია საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემები, პროკურატურა ხელს აფარებს ქუთაისის მერიაში მოკალათებულ დამნაშავეებს და კორუფციის ფაქტებს არ იძიებს . აღნიშნული ნიშნავს, რომ პროკურატურა ხელს აფარებს დამნაშავეებს, რისი მოტივიც შეიძლება იყოს კორუფციული გარიგება ან არჩევნებზე კორუმპირებული ჩინოვნიკების გამოყენება. ეს ყველაფერი დასრულდება 31 ოქტომბერს და ქვეყანაში მოვა გარდამტეხი ცვლილებები" - განაცხადა ოთარ კახიძემ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

როგორ აფასებთ ქუთაისის მერიის საქმიანობას?

დადებითად - 38.05%
უარყოფითად - 52.21%
მიჭირს პასუხის გაცემა - 9.73%
სულ - 113 ხმა