|
  • EUR 1 = GEL 3.9722
  • USD 1 = GEL 3.3185
|

პროპაგანდასთან ბრძოლა

რჩევების სერია საზოგადოებას, თუ როგორ ამოვიცნოთ პროპაგანდისტული ტექსტი მედიაში.

ტექნოლოგიურმა განვითარებამ კიდევ უფრო გაზარდა ადამიანის ინფორმაციაზე დამოკიდებულების ხარისხი. დღეს უკვე არავის უჩნდება შეკითხვა, რაში სჭირდება სწორი და გადამოწმებული ინფორმაცია, რადგან ყველამ ვიცით, რომ ინფორმაციის სიზუსტე მნიშვნელოვანია, როგორც გლობალური გადაწყვეტილებების მიღებისას, ასევე, საყოფაცხოვრებო და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის წარმართვის პროცესში. მაგალითისათვის, თუ გვეცოდინება ზუსტი ამინდის პროგნოზი, მაშინ იოლად მივიღებთ გადაწყვეტილებას თუ როგორ დავიცვათ მოსავალი მოსალოდნელი სეტყვისაგან ან როდის ჩავიცვათ საწვიმარი ლაბადა. ხოლო თუ თქვენი კონკურენტი თქვენზე ადრე დაეუფლება აღნიშნულ ინფორმაციას და თქვენთვის ინფორმაციის მოწოდების ერთადერთ წყაროდ იქცევა, მაშინ იგი შეეცდება არ გაგაგებინოთ სწორი ინფორმაცია და ამით მაქსიმალურად დიდი ზიანი მოგაყენოთ. 

სწორედ მაქსიმალური ზიანის მიყენებას ისახავს მიზნად საქართველოში, უცხო ქვეყნის შესაბამისი სტრუქტურების მიერ წარმოებული პროპაგანდისტული საქმიანობა, რომლის წინააღმდეგ თითოეული ბრძოლაც თითოეული ჩვენგანისთვის დადებითი შედეგების მომტანია. პროპაგანდასთან დაპირისპირების ყველაზე საუკეთესო მეთოდს კი, მოსახლეობის ინფორმირება წარმოადგენს. იბადება კითხვა, როგორ გავარჩიოთ როდის გვაქვს საქმე პროპაგანდასთან და როდის ხდება ჩვენი ინფორმირება პროპაგანდისგან დასაცავად?
პროპაგანდისგან თავის დაღწევის მიზნით გთავაზოთ რჩევების სერიას, როგორ განვასხვავოთ ყალბი ინფორმაცია რეალურისგან? ამის რამდენიმე მარტივი ხერხი არსებობს

ზოგადი ფრაზები

არ ენდოთ ზოგად ფრაზებს _ პროპაგანდისტები ხშირად იყენებენ ისეთ ფრაზებს, როგორიცაა „საყოველთაოდ ცნობილია, რომ...“, „საზოგადოებაში ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი, რომ...“, „დღეს უკვე ყველა თანხმდება... და ა.შ. გაითვალისწინეთ, რომ ასეთი ფრაზები სწორედ იმისათვის გამოიყენება, რომ თქვენ შეგიყვანოთ შეცდომაში და ხშირად ფრაზა „საყოველთაოდ ცნობილია, რომ“ სწორედ იმიტომ გამოიყენება, რომ რაიმე ინფორმაციას დამაჯერებლობა შესძინოს და დაგარწმუნოთ, რომ ეს უკვე ყველამ იცის და მხოლოდ თქვენ ხართ ის გამონაკლისი ვინც განსხვავებულად ფიქრობს. ამიტომ ნუ აყვებით ასეთ ხრიკებს და გამოიყენეთ პირველი ხერხი, რომელიც გეუბნებათ, რომ გადამოწმება პროპაგანდასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებაა.

 

დავით ძიძიშვილი
თავდაცვის დაგეგმვისა და
პოლიტიკის დეპარტამენტი

ავტორი:

თქვენი აზრით, როგორ ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები საქართველოში?

დემოკრატიულად - 23.91%
მცირე დარღვევებით - 15.22%
გაყალბებით - 60.87%
სულ - 46 ხმა