|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„პროპორციული არჩევნების შემდეგ თუ დაგვჭირდა, მაშინ ვისთან ვქმნით კოალიციას?“- დიმიტრი მხეიძე

ქუთაისის მაჟორიუტარმა , დიმიტრი მხეიძემ პროპორციული სისტემის არჩევნებზე გადასვლასთან დაკავშირებით მომზადებულ საკონსტიტუციო კანონპროექტის წარმომდგენს, პარლამენტის წევრს ირაკლი კობახიძეს კითხვით მიმართა.

„დავუშვათ ასეთი რამ, რომ პროპორციული არჩევნების შემდეგ დაგვჭირდა კოალიცია. შეკითხვა მაქვს - ვისთან? ამ ხალხთან? ვისი ხალხიც დაესხა პატრიარქს, ეკლესიას, გაბრუებული რანაირად იყო არ ვიცი, მათი მეთაური დაჯდა პატრიარქის ტახტზე, ახალგაზრდებს მოუწოდებდა „გაერთეთ ბუჩქებშიო“, და ამ ხალხთან კოალიცია? ჩემთვის ეს წარმოუდგენელია. ვთქვათ დადგა საკითხი ბიუჯეტის, ამათთვის პრიორიტეტი სხვა არის. ამათ გადაყრილი ფული უწოდეს იმ თანხებს, რომელსაც ჩვენ გაჭირვებულ ადამიანებს ვახმარდით. ისინი დაგვთანხმდებიან ჩვენ იმ ბიუჯეტზე, რომელიც ჩვენთვის პრიორიტეტულია? მე მგონი არა და თუ ვერ მივიღებთ ბიუჯეტს, მაშინ რა მოყვება ამას ბატონო ირაკლი?“, - იკითხა დიმიტრი მხეიძემ.

 შეგახსენებთ, დღეს პარლამენტში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს. მაჟორიტარების ერთი ნაწილი ახალ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ეწინააღმდეგება.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა