|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ფსიქოტროპული წამლების ურეცეპტოდ გაყიდვით მილიონებს შოულობენ"

პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ გოგი წულაიამ რეცეპტის გარეშე ფსიქოტროპულის მედიკამეტების გაყიდვა გააპროტესტა. მან ჟურნალისტები ავტოქარხანაში, ჩხობაძის #18-ში მდებარე აფთიაქთან შეკრიბა და განაცხადა, რომ აქ მედიკამეტების ურეცეპტოდ გაცემა ისე ღიად ხდება, შეუძლებელია, ამის შესახებ სამართალდამცველებმა არ იცოდნენ.

"ავტოქარხანაში არის აფთიაქი, რომელიც ურეცეპტოდ ყიდის ფსიქოტროპულ წამლებს. ეს არის პირდაპირი საწამლავი, რომლითაც სისტემატურად იწამლებიან ახალგაზრდები და პირდაპირ კლავენ ახალგაზრდებს.  ასეთი სიკვდილისთვის ემეტებათ ჩვენი მომავალი თაობა და 70 წლის მოხუცს პლანის მოწევის გამო იჭერენ. პლანის გამო დასდევენ ახალგაზრდებს და საწამლავს ყიდიან აფთიაქში და ამით მდიდრდებიან. შეგიძლიათ ნახოთ, 17-18 წლის გოგო-ბიჭები როგორ იწამლებიან ყოველდღიურად. ეს  იმდენად ღიად ხდება, იმდენი ადამიანის თვალწინ,  ვერავინ დამაჯერებს რომ სამართალდამცავმა სტრუქტურებმა ამის შესახებ არ იციან. ამით შოულობენ მილიონებს და მდიდრდებიან",-განაცხადა წულაიამ.

აფთიაქში აცხადებენ, რომ ფსიქოტროპულ მედიკამანტებს ორი თვის წინ  რეცეპტის მიხედვით ყიდდნენ, თუმცა უკვე რეცეპტითაც  აღარ ყიდიან.

 

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა