პურის ფასი დაახლოებით 20 თეთრით გაიზარდა
პურის ფასი დაახლოებით 20 თეთრით გაიზარდა. რამდენიმე დღეა მომხმარებელს პური დახლებზე გაძვირებული ხვდება. გაძვირებულ ფასში როგორც პურის მწარმოებელი ერთ-ერთი კომპანიის დამფუძნებელმა BM.GE-ის განუცხადა, მიზეზი მხოლოდ პურის ფქვილის ზრდა არაა.
„კონკრეტულად ჩვენს წარმოებაში პურის ფასის გაზრდა დაახლოებით 10 თეთრით მოგვიწია, თუმცა ამას ტრანსპორტირების და სხვა ხარჯებიც ემატება და მაღაზიებში პური გუშინდელი დღიდან 20 თეთრით არის გაძვირებული. მიზეზი ფქვილის ღირებულებაა, რომელიც კატასტროფულად არის გაზრდილი. გარდა ამისა პურის ცხობისათვის საჭირო სხვა პროდუქტების ფასიც თითქმის ყოველდღიურად იზრდება - განაცხადა კომპანია „ოშხნელი და ვაჟების“ დამფუძნებელმა ირაკლი ოშხნელმა.
მისივე თქმით, მათი წარმოება სრულად ნედლეულის და ენერგომატარებლების ღირებულებაზეა დამოკიდებული, შესაბამისად ყველაფრის ფასი გაზრდილია და იძულებული გახდნენ პურიც გაეძვირებინათ.
ავტორი: ნიუპრესი