|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქადაგება სოციალურ ქსელში არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელდა - დეკანოზ თადეოზ სარალიძე

ბავშვი თუ პარაზიტია, არ სჯობს, პატარა მოკვდეს და სასუფეველში წავიდეს?!”, – დეკანოზ თადეოზ სარალიძის სკანდალური ქადაგება სოციალურ ქსელში ვრცელდება. ამასთან დაკავშირებით, ჭიათურის მღვიმევის ღვთისმშობლის შობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი თადეოზ სარალიძე ამბობს რომ, ქადაგება სოციალურ ქსელში არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელდა.

მისი თქმით, თუ ვინმეს რაიმეს განმარტება აინტერესებს, ტაძარში მივიდეს და ამომწურავ პასუხებს გასცემს.

“თუ ვინმეს რაიმე კითხვა აქვს, კვირას მოვიდეს ტაძარში და სრულად მოისმინოს ჩემი ქადაგება. ამის შემდეგ ყველას ამომწურავ განმარტებას მივცემ. რაც შეეხება ვინმე ვასილ კობახიძის ბრალდებებს, თითქოს და ქადაგებისას სიძულვილის პროპაგანდას ვეწევი, მის მავნებლურ განცხადებებს არ ვუპასუხებ”,- ამბობს დეკანოზი.

 შეგახსენებთ, ჭიათურის მღვიმევის ღვთისმშობლის შობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზის ქადაგება სოციალურ ქსელში განხილვის საგანი გახდა.

ავტორი: ანა ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა