|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთში მხიარულთა და საზრიანთა კლუბების სასკოლო ჩემპიონატი გაიმართება

ქუთაისის მერია ტენდერს  მხიარულთა და საზრიანთა კლუბების იმერეთის სასკოლო ჩემპიონატის ორგანიზებისთვის აცხადებს. 

ტენდერის პირობების მიხედვით,  მიმწოდებელმა იმერეთის თორმეტივე მუნიციპალიტეტის ნაკრები სასკოლო კლუბების მონაწილეობა, ორი რეჟისორის, ორი სცენარისტის, წამყვანის, მუსიკალური გამფორმებლისა და ჟიურის წევრების მოწვევა უნდა უზრუნველყოს. იგი ასევე ვალდებულია მოიძიოს ღონისძიების ჩასატარებელი დარბაზი და აპარატურა.
ტენდერით გამოყოფილი თანხის ოდენობა 3.500 ლარს შეადგენს. 

მიმწოდებელი ვალდებულია  მხიარულთა და საზრიანთა კლუბების იმერეთის სასკოლო ჩემპიონატს ორგანიზება 2017 წლის 9 ოქტომბრიდან 27 ოქტომბრამდე პერიოდში  გაუწიოს.

 

ავტორი: ხატია ბანძელაძე