|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მწვანეყვავილას წყაროს რეაბილიტაციისათვის ტენდერი გამოცხადდა

ქუთაისის მერია მწვანეყვავილას ქუჩის N32-თან არსებული წყაროს მიმდებარე ტერიტორიის მოსაწყობად ტენდერს აცხადებს.


ტენდერით გათვალისწინებული პირობების მიხედვით, მიმწოდებელმა ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 დღის ვადაში უნდა მოახდინოს  წყაროს მიმდებარე ტერიტორიის მოწყობა, რისთვისაც მას 3 700 ლარი გამოეყოფა.

მიმწოდებელს წყაროს მიმდებარე ტერიტორიაზე ბეტონის აღება,  გრანიტის ქვის გაპრიალებული ფილებით მოპირკეთება და ქვის მაგიდის გათლა ევალება.

შესრულებული სამუშაოს სრულფასოვანი ფუნქციონირების საგარანტიო ვადათ 2 (ორი) წელი განისაზღვრება, რომლის განმავლობაშიც „მიმწოდებელი“ ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ექსპლოატაციის პროცესში წარმოქმნილი ხარვეზების აღმოფხვრა.  

შეგახსენებთ, რომ მწვანეყვავილას მოსახლეობა წლების განმავლობაში ითხოვდა წყაროს მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას. 

 

ავტორი: ხატია ბანძელაძე