|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ვიცე-მერს დანაპირების შესრულებას თხოვენ

ქუთაისში ხაბეიშვილის ქუჩაზე შექმნილ მდგომარეობას მოსახლეობა  აპროტესტებს. ადგილობრივი მცხოვრების, მწერალი ცირა შალაშვილის განცხადებით, ქუჩა, რომელიც კახიანოურის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის, წლების მანძილზე მოუწესრიგებელი იყო. მხოლოდ 4 წლის წინ დაიგო ქვაფენილი, ახლა კი 24-საათიანი წყლის პროგრამის ფარგლებში ქუჩა გადაითხარა. გაჭიანურებულმა სამუშაოებმა კი მოსახლეობას დისკომფორტი შეუქმნა.

ცირა შალაშვილის თქმით, მოსახლეობას ქალაქის მესამე ვიცე მერი გრიგოლ დალაქიშვილი შეხვდა და სამუშაოების დროულად დასრულებას დაპირდა.

"მოვიდა ვიცე მერი გროგოლ დალაქიშვილი და მოსახლეობას დაპირდა, ოღონდ თქვენ სამუშაოებს ხელს ნუ შეუშლით, პირადად ვიქნები პასუხისმგებელი, რომ სამუშაოები დროულად დასრულდება და ქვაფენილი ისევ აღდგება. სამუშაოები რამდენიმე დღეა არ მიმდინარეობს, ჩვენ როგორც გვითხრეს, მუშები გაფიცული არიან. ქუჩაზე მტვერი და გაუსაძლისი სიტუაციაა, მოვითხოვთ, ქალაქის ვიცე მერმა სიტყვა შეასრულოს"-აცხადებს ცირა შალაშვილი.

მისი თქმით, ქუჩაზე საკანალიზაციო ქსელი არ არსებობს.

გრიგოლ დალაქიშვილი არ უარყოფს, რომ ხაბეიშვილის ქუჩის მოსახლეობას ნამდვილად შეხვდა, თუმცა უკვირს,  რატომ დასჭირდათ მათ მასთან ურთიერთობაში მედიის ჩარევა: "გასაგებია, მაგრამ რატომ დაჭირდა მათ თქვენი ჩარევა, ამ ხალხს აქვს ჩემი კოორდინატები და შეუძლიათ თვითონ დამირეკონ, პირადად, შუამავლები ნამვილად არ იყო საჭირო. რაც შეხება გაფიცვას, ეს არ არის სწორი, გაფიცვა კი არა, წუხელ ღამით ვმუშაობდით გელათის ქუჩაზე, სადაც პრობლემა იყო შექმნილი", - განაცხადა გრიგოლ დალაქიშვილმა "ნიუპრესთან" საუბარში.

მისი თქმით, სამუშაოებს ყურადღებას მიაქცევს. რაც შეეხება გაჭიანურებას, შესაძლოა, კონკრეტულმა მიზეზმა გამოიწვია, სავარაუდოდ, მილის არქონამ. 

კითხვაზე, თუ რა ფორმით კურირებს ქალაქის ვიცე-მერი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სამუშაოებს, გრიგოლ დალაქიშვილმა განმარტა, რომ ეს მათი ინიციატივით ხდება, მოსახლეობის პრობლემების უკეთ მოგვარების მიზნით.

 როგორც "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიაში" აცხადებენ, სისტემა სატესტო რეჟიმშია, გზის საფარის სამუშოები სამუშაოები ორი კვირის შემდეგ დასრულდება.

 "აღნიშნულ ქუჩაზე  წყალმომარაგების ქსელი სატესტო რეჟიმშია, რამდენიმე დღეში შევა ესპლოატაციაში რეაბილიტირებული სისტემა და მაქსიმუმ ორი კვირის განმავლობაში გზის აღდგენის სამუშოები დასრულდება", -განუცხადა "ნიუპრესს კომპანიის ტექნიკური აქტივების მართვის დეპარტამენტის უფროსმა მიხეილ თათარაძემ. 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა