|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მწერალთა სახლის" ადგილზე 20 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდება"

ქუთაისში "მწერალთა სახლის" გაყიდვასთან დაკავშირებით საზოგადოების არაერთგვაროვან დამოკიდებულებას ქალაქის მერი ეხმიანება.
როგორც შოთა მურღულიამ "ნიუპრესთან" საუბარში განაცხადა, გამოთქმული ბრალდებები უსაფუძვლოა.

მისი თქმით, ქალაქში უპრეცედენტო ოდენობის -  20 მილიონი ლარის ინვესტიცია შემოვა, აშენდება 120 ნომრიანი ბრენდირებული სასტუმრო (ყველაზე დიდი ქუთაისში), შეიქმნება 100 ახალი სამუშაო ადგილი, ხოლო მწერალთა სახლი კომფორტულ და გარემონტებულ ფართს მიიღებს, თავის დარბაზით და ეზოში არსებული სიმწვანით.

"ეგ შენობა, წლებია, სავალალო მდგომარეობაშია, ანტისანიტარიის შესახებაც ბევრჯერ დაიწერა მედიის საშუალებით, სახანძრო გამოძახებებიც არ იყო იშვიათი. შენობა სახელმწიფოს ბალანსზე იყო, გაუსაძლისი მდგომარეობის გამო მოვითხოვეთ და მერიის საკუთრება გახდა. ამის შემდეგ მოვიძიეთ ინვესტორი, რომელმაც შენობა აუქციონის წესით იყიდა და გადახდილი თანხის ოდენობით ბოლო წლების რეკორდი მოხსნა.

მერიის მიერ დადგენილი პირობები ასეთია: მწერალთა სახლისთვის 350 კვადრატი გარემონტებული ფართის გადაცემა, შენობის წინ არსებული სიმწვანის შენარჩუნება და მოვლა, მინიმუმ 5 მილიონის ინვესტირება.
მყიდველი აქ აპირებს 120 ნომრიანი სასტუმრო ააშენოს, სადაც 100-ზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე დასაქმდება და სავარაუდოდ, 20 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდება, თან მალე", -განაცხადა შოთა მურღულიამ.
რაც შეეხება ლადო ასათიანის ძეგლს, რომელიც მწერალთა სახლის ეზოშია, შოთა მურღულიას თქმით, არსებულ ტერიტორიაზე დარჩება.

შეგახსენებთ, საზოგადოების წარმომადგენლებმა მწერალთა კავშირის ორგანიზაციის ადგილობრივ თავმჯდომარეს ბრალი შენობის მიზანმიმართულ გაპარტახებასა და შემდგობ პირადი დაინტერესებით გასხვისებაში დადეს.

 

"ორ ბინას აძლევენ ამის სანაცვლოდ" - მწერალთა სახლის გაყიდვას ეხმაურებიან

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა