|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანია იწყება

25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ამ დღეს ქუთაისიც უერთდება. ფონდ "სოხუმის" ორგანიზებით, 6 ქალაქში სხვადასხვა ღონისძიებები იმართება.

"სახლში მშვიდობიდან–მსოფლიოში მშვიდობამდე",- ეს არის სლოგანი, რომლის ფარგლებშიც არაერთი ღონისძიება ჩატარებულა.  კამპანია წელს 16 დღის განმავლობაში ჩატარდება და არაერთ ორგანიზაციას მოიცავს.

ღონისძიება ხვალ 14:00 სთ–ზე მერიის გვერდით შრომის მემორიალთან გაიმართება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი