|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქალთა საერთაშორისო დღეს ქუთაისში აქცია გაიმართა

ქალთა საერთაშორისო დღეს ქუთაისში აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ქალთა უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მათი თქმით, აქციის მიზანია ქვეყანაში შექმნილი მძიმე გენდერული დისბალანსის შემსუბუქება.

"ქუთაისის სამოქალაქო საზოგადოება  სოლიდარობას უცხადებს ქალებს და უერთდება ქალთა საერთაშორისო დღეს. ზოგჯერ ეს არის საპროტესტო, ზოგჯერ სოლიდარობის აქცია. წლევანდელი წელი არის სოლიდარობისაა. დღესდღეობით საქართველოს მოქალაქეების 73% ფიქრობს, რომ  ცოლი უნდა უჯერებდეს ქმარს",- განაცხადა ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის მმართველთა საბჭოს წევრმა აკაკი საღინაძემ.

"ჩვენ გვინდა, საზოგადოებას შევახსენოთ, რომ მხოლოდ რვა მარტს არ უნდა დავიცვათ ქალბატონები. ნებისმიერ დროს  ქალთა უფლებები დაცული უნდა იყოს. დღეს საქართველოში ისევ კლავენ ქალებს,  დღეს ქალები არ არიან წარმოდგენილი მაღალ თანამდებობზე, ცოტა ქალია პარლამეტში. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ქალი და  მამაკაცი უფლებრივად თანასწორნია", - განაცხადა გენდერის მედიაცენტრის დირექტორმა ქეთი ბერძენიშვილმა.

აქცია ქუთაისის "სამოქალაქო საზოგადოებისა" და "გენდერის მედიაცენტრის"ორგანიზებით გაიმართა.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი