|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქართულ ოცნებას" გავისტუმრებთ არჩევნებით და მეორე დღესვე დავიწყებთ ანაკლიის მშენებლობას"

ლელოს საქართველოსთვის დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის თქმით, ხელისუფლებას ანაკლიის პორტის აშენენა არ უნდა და ამაზე კითხვა ბიძინა ივანიშვილს უნდა დაუსვან. მისივე განცხადებით, პორტის აშენება მხოლოდ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ იქნება შესაძლებელი. 

"მმართველ პარტიას ანაკლიის აშენება არ უნდა და მე მგონი, კითხვა უნდა დაუსვათ რომან კაკულიას, რომელმაც პირდაპირ განაცხადა, რომ ამ პორტის ჩაშლა პირდაპირ რუსეთის ინტერესებს ემსახურებოდა. დაუსვათ კითხვა გიორგი ქობულიას, მათ ყოფილ მინისტრს, რომელიც დღეს აცხადებს, რომ ანაკლია არ ჭირდება ქვეყანას. დაუსვათ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ამბობს, რომ ამერიკელებს რა უნდათ შავ ზღვაში. ეს არის სულ ფიქცია, რასაც ისინი იძახიან და ამ ხელისუფლების პირობებში არ მოხდება ანაკლიის მშენებლობა, მიუხედავად ჩვენი ძალიან დიდი მცდელობისა. გამოსავალი არის ერთი, ჩვენ გავისტუმრებთ "ქართულ იცნებას" არჩევნებით და მეორე დღესვე დავიწყებთ ანალკიის მშენებლობას", -განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

პარტიამ "ლელო საქართველოსთვის" ქუთაისში დღეს ოფისი გახსნა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი